ფეხბურთი

12:55 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი: „მჯერა, რომ მომავალ სეზონში „ლივერპული“ პრემიერლიგის ტიტულს დაიბრუნებს“

ხორვატიის ნაკრებისა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, თავისი ყოფილი კლუბის, „ლივერპულის“ ახლადდამთავრებულ სეზონში გამოსვლა შეაფასა.

„დიახ, გაკვირვებული ვარ „ლივერპულის“ წინა სეზონში სუსტი გამოსვლით. მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება. ყველას აქვს აღზევებისა და ჩავარდნის პერიოდები. ზოგჯერ კარიერაში ზღვარს აღწევთ და დაღმა ეშვებით, მაგრამ მერე ერთგვარი მეორე სუნთქვა გეხსნებათ და ისევ მწვერვალზე ბრუნდებით.

მჯერა, რომ მომავალ სეზონში „ლივერპული“ პრემიერლიგის ტიტულს დაიბრუნებს. ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდებიან და ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყება. თუმცა არ უბდა დაგვავიწყდეს, რომ კონკურენტებიც გაძლიერდებიან: „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ კვლავ ერთობ სახიფათო მოწინააღმდეგეები იქნებიან.“ - ციტირებს ლოვრენის სიტყვებს Sky Sports.

ლოვრენი „ლივერპულში“ 2014-20 წლებში თამაშობდა.

0.112983