ფეხბურთი

11:24 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბენიტესის კანდიდატურას განიხილავს

კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალში“ წასვლის შემდეგ, „ევერტონის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 61 წლის ესპანელი სპეციალისტის, რაფაელ ბენიტესის კანდიდატურას განიხილავს - წერს The Telegraph.

მანამდე მერსისაიდელებს ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატი ჰყავდათ, „ვულვზის“ ყოფილი დამრიგებელი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ და დევიდ მოიესი, რომელიც „ვესტ ჰემს“ წვრთნის.

„მგლების“ ყოფილ თავკაცთან მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღო, მოიესთან შეთანხმებას კი მისი მოქმედი კონტრაქტი აფერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116401