ჩოგბურთი

16:53 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრაუნს მოუგო მერვედფინალში გავიდა

შტუტგარტის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთერლი 1/16 ფინალში გერმანელ დასტინ ბრაუნს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3, 7:6 აჯობა.

შეხვედრა საათი და 23 წუთი გაგრძელდა, სადაც საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა მსოფლიოს 303-ე ნომერ ჩოგბურთელს ზედმეტი პრობლემების გარეშე სძლია.

ნიკას 7 ეისი ჰქონდა, ხოლო გერმანელს 12. რაც შეეხება ორმაგ შეცდომას - ბასილაშვილმა 5, ხოლო დასტინმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა, რაც შეეხება ნიკას მომდევნო მეტოქეს, ჩილიჩი-მოლეკერის წყვილში გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105116