მადრიდის „რეალი“ „სასუოლოს“ ნახევარმცველით, მანუელ ლოკატელით დაინტერესდა - გვამცნობს Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნერლმა, კარლო ანჩელოტიმ, კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, „იუვენტუსს“ კონკურენცია გაუწიონ და 23 წლის იტალიელი იყიდონ.
ლოკატელის „სასუოლოსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ახლადდამთავრებულ სერია A-ს სეზონში, საყრდენმა ნახევარმცველმა, 34 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.