ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონას“ ესტუმრა და ძალიან სუსტად ითამაშა. კანარიელებმა კატალონელებს წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 69:112 წააგეს.
გიორგი შერმადინმა 17:53 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც „ბარსას“ 21 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. სერიაში კატალონური გრანდი დაწინაურდა, მეორე შეხვედრა კი 9 ივნისს, ტენერიფეში გაიმართება.