ფეხბურთი

23:24 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბური: "საქართველომ ჩვენთვის მოულოდნელი ტაქტიკით ითამაშა"

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ დე ბურმა საქართველოსთან (3:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ნიდერლანდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ თამაშზე მეტად დე ბურს დამდეგი კონტინენტის პირველობის ირგვლივ მოუწია საუბარი.

„ამოცანები შევასრულეთ და რაც გვინდოდა, უმეტესად გავაკეთეთ. ვნახე ლამაზი კომბინაციები, შეგვიძლია მომატება თავდასხმასა და დაცვაში, მაგრამ სწორი ნაბიჯები და ნათელი წერტილები დავინახე. კიდევ ერთი კვირა გვაქვს, სანამ უკრაინას შევხვდებით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ.

თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ხშირად არასწორ არჩევანს ვაკეთებდით და მათ საგოლე მომენტებიც ჰქონდათ. პრესინგის დროს უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ. ფლანგებზე უფრო მეტად შეგვეძლო პრესინგი. როგორც წესი ისინი 4-3-3 სქემით თამაშობენ, მაგრამ ახლა მოულოდნელად 5-3-2 სქემით დაიწყეს თამაში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დროს 5-2-3 ტაქტიკით ითამაშეს. სივრცეები უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა და ეს მეორე ტაიმში უკეთ გავაკეთეთ.

დე რუნის ბურთის დაკარგვები? უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც შეტევებს დაიწყებს, განსხვავებით ბლინდისგან და დე იონგისგან. გვინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ პირველ ტაიმში ეს კარგად არ გამოგვივიდა, მეორე ნახევარში კი უკეთესი იყო. ვეგჰორსტს მეორე ტაიმის დაწყებამდე ვუთხარი, რომ მისი მომენტი დადგებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაიტანა, მას შეუძლია გოლების გატანა და ეს ვიცით. იქნება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე ძირითადში? ეს მეტოქეებზეც არის დამოკიდებული, როცა ის მოედანზე იძულებული ვართ უფრო ხშირად გრძელი პასებით ვითამაშოთ“, - განაცხადა დე ბურმა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, ბათუმში კოსოვოსთან ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს. ნიდერლანდები კი 13 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ ტურში უკრაინას ამსტერდამში დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114863