ფეხბურთი

14:13 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ დე ბური ნიდერლანდების სქემაზე: "კრუიფი საფლავში გადატრიალდებოდა"

ნიდერლანდების ნაკრებს ფრენკ დე ბური 5-3-2 სათამაშო სქემით ათამაშებს, რაც კრიტიკის საფუძველი გახდა. ფრენკი თავისმა ტყუპისცალმა, რონალდ დე ბურმაც არ დაინდო და თქვა, რომ ამის შემხედვარე იოჰან კრუიფი საფლავში გადატრიალდებოდა.

„იოჰან კრუიფი საფლავში გადაბრუნდებოდა, მაგრამ იგივე დაემართებოდა რონალდ კუმანის „ბარსელონას“ თამაშს თუ ნახავდა. სინამდვილეში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მიმზიდველ სათამაში სისტემაზე, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფრენკი ვან გაალის მოსწავლეა, მისგან ბევრი ისწავლა, თუმცა, თავისი იდეებიც აქვს, რადგან ასევე სხვა მწვრთნელებისგანაც ბევრი ისწავლა“, - თქვა რონალდმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ნაკრებს ენსხედეში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125602