ფეხბურთი

1:49 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი კარიერის დამთავრებას ჯერ არ აპირებს

„რეალის“ უელსელი შემტევი, გარეთ ბეილი, ევრო 2020-ის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს, როგორც ცოტა ხნის წინათ ესპანური Marca წერდა - გვამცნობს იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

წყაროს ინფორმაციით, უელსელის გეგმებში ბუცების ლურსმანზე დაკიდება ჯერ არ შედის. ჯერ თავისი მომავალი „სამეფი კლუბში“ დაბრუნებულ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან უნდა განიხილოს. წინა დღეებში იტალიელმა სპეციალისტმა განაცხდა, რომ გარეთს ჯერ კიდევ შეუძლია „რეალს“ დიდი სარგებელი მოუტანოს.

გასული სეზონი ბეილმა ლონდონის „ტოტენჰემში“ გაატარა იჯარის წესით. პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.

ახლა ბეილი უელსის ნაკრებთან ერთად ემზადება მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის. დღეს, 5 ივნისს, „დრაკონებმა“ ამხანაგური მატჩი გამართეს ალბანეთის ეროვნულ გუნდთან და უგოლოდ დაშორდნენ. ბეილი მინდორზე 71-ე წუთზე შევიდა.

0.119976