ფეხბურთი

20:48 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ჟირუს და სილვას კონტრაქტი გაუხანგძლივა

ლონდონის "ჩელსიმ" ბრაზილიელ და ფრანგ ფეხბურთელებს, ტიაგო სილვას და ოლივიე ჟირუს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და ორივე ფეხბურთელი გუნდს მომდევნო სეზონის დასრულებამდე დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას "არისტოკრატების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სილვა "ჩელსიმ" 2020 წლის აგვისტოში დაიმატა და გასულ სეზონში ბრაზილიელმა 34 შეხვედრაში თავი ორი გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ფრანგს, ჟირუ გუნდში 2018 წელს "არსენალიდან" მივიდა. მას შემდეგ ოლივიემ 119 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.125933