ფეხბურთი

16:48 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "დონარუმას შეეძლო მალდინის მსგავსად მისტერ "მილანი" გამხდარიყო"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ კომენტარი გააკეთა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით ჯიჯიო მსოფლიოში საუკეთესო კიპერია.

"დონარუმა მიდის როგორც თავისუფალი აგენტი? ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ჯიჯო მილანში გაიზარდა და შეეძლო გუნდის მეკარე ყოფილიყო ოცი წლის განმავლობაში. თუმცა, შესაძლოა ოცი არა... იმიტომ, რომ ის არ არის იბრა. მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. შეეძლო მისტერ მილანი გამხდარიყო, ისევე როგორც პაოლო მალდინი“. გარდა ამისა სიამოვნებით დავიმატებდი გუნდში ოლივიე ჟირუს, მისნაირი ფეხბურთელები გვჭირდება“, - თქვა იბრამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას „როსონერისთან“ კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება, 2020-2021 წლების სეზონში მან „შავ-წითლებში“ 48 მატჩი ჩაატარა სადაც 54 გოლი გაუშვა, 15-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ყველაზე აქტიურად ახალგაზრდა კარის დარაჯს ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებენ. გარდა "ბებერი ქალბატონისა", მისი დამატების სურვილი კატალონიის "ბარსელონასა" და "რომას" აქვთ. რაც შეეხება ზლატანს, მან 27 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიელ მეკარესა და იბრაჰიმოვიჩს ერთი საფეხბურთო აგენტი ჰყავთ - მინო რაიოლა.

0.121189