ფეხბურთი

15:41 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ჩუპო-მოტინგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ კამერუნელ თავდამსხმელ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ გერმანული გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ჩუპო-მოტინგი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს და რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ფუნქციას შეასრულებს.

შეგახსენებთ, 32 წლის კამერუნელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110804