საფრანგეთის ლიგა 1-ში გუნდების რაოდენობა შემცირდა. 2023-2024 წლების სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში 20-ს ნაცვლად 18 გუნდი ითამაშებს.
LFP-მ ცვლილება კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა და ამრიგად, 2021-2022 და 2022-2023 წლების სეზონები ბოლო იქნება, როდესაც ლიგა 1-ში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ლიგა 2-ში რაოდენობა უცვლელი დარჩა - ისევ 20 კლუბი.
ბოლოს ლიგა 1 18-გუნდიანი 2001-2002 წლების სეზონში იყო, როდესაც ჩემპიონი ჟაკ სანტინის „ლიონი“ გახდა და ზედიზედ 7 საჩემპიონო სერია გახსნა. იმ სეზონში „პარი სენ ჟერმენი“ მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო მოქმედი ჩემპიონი ლიგი მეხუთე იყო და „ლიონს“ 10 ქულით ჩამორჩა.