სხვა

4:54 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტის ახალგაზრდული რეკორდი გაუმჯობესდა

სპრინტს ახალი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს - 17 წლის ამერიკელი ერიონ ნაითონი. ის ახლახანს გახდა პროფესიონალი მორბენალი და ლეგენდარული იამაიკელის, უსაინ ბოლტის 18 წლამდელთა რეკორდი გააუმჯობესა.

ჯეკსონვილში (ფლორიდა) ასპარეზობისას, ნაითონმა 200 მეტრი 20.11 წამში გაირბინა და ბოლტის მიერ 2003 წელს დაფიქსირებული დრო 0.02 წამით გააუმჯობესა. მძლეოსნებს 18 წლამდელთა რეკორდი იმ შემთხვევაში უფიქსირდებათ, თუ კალენდარული წლის განმავლობაში, 17 წელი უსრულდებათ. ნაითონი 17 წლისა იანვარში გახდა და პროფესიონლებშიც ამაშინვე გადავიდა.

ყოველივეს მიუხედავად, ბოლტს 17 წლის მორბენლებს შორის, მაინც საუკეთესო დრო ეკუთვნის - 2004 წლის აპრილში, მან 200 მეტრი 19.93 წამში გაირბინა. თუმცა იმ მომენტში ის უკვე 18 წლამდელად აღარ ითვლებოდა, რადგან იმავე წელს (აგვისტოში), 18 წლის გახდა.

სისწრაფის გარდა, ნაითონი ბოლტს სხვა მხრივაც შეედრება - მისი სიმაღლე 191 სანტიმეტრია, ბოლტზე 4 სანტიმეტრით ნაკლები. სპრინტში ის ამერიკული ფეხბურთიდან მივიდა. სწორედ ფეხბურთის მწვრთნელმა ურჩია, მძლეოსნობაში

ნაითონმა აშშ-ის ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს ტურნირი ორ კვირაში გაიმართება და მისი შედეგების შესაბამისად, ამერიკელ მძლეოსანთა გუნდის წევრებს შეარჩევენ. თუ ამ გუნდში მოხვდა, ის გახდება აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი მძლეოსანი 1964 წლის შემდეგ.

მაგრამ 200 მეტრზე სპრინტში დიდი კონკურენციაა. აქ ასპარეზობენ ნოა ლაილსი, კენი ბედნარეკი და ტერენს ლეარდი, რომლებსაც 2020 წლის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო დროები ეკუთვნით. მათ 200 მეტრი 19.81 წამში ან უფრო სწრაფადაც აქვთ გარბენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126005