ფეხბურთი

10:58 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია: "ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ რუმინეთის ნაკრებთან (2:1) თამაში შეაფასა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, ეს გამარჯვება მომავალი მატჩებისთვის გუნდს თავდაჯერებას შემატებს.

აბურჯანიამ ამ თამაშში გოლიც გაიტანა, რომელიც მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო იყო და მეუღლეს მიუძღვნა.

​"ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი“, - განაცხადა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 ივნისს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114637