ჩოგბურთი

3:09 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასი როლან გაროსის მესამე წრეში გავიდა

საფრანგეთის ღია პირველობაზე მეხუთე ნომრად განთესილმა ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა, მეორე წრეში ესპანელ პედრო მარტინესს 6-3, 6-4, 6-3 მოუგო და მესამე წრეში გავიდა.

ციციპასმა გასულ სეზონში როლან გაროსის ნახევარფინალს მიაღწია და ის რაფაელ ნადალის ერთ-ერთ სერიოზულ კონკურენტად მოიაზრება. 22 წლის ბერძენმა ახლახანს მონტე კარლოს მასტერსი მოიგო და შემდეგ ლიონშიც გაიმარჯვა.

„ამ სეზონში კარგი ტურნირები ჩავატარე. ჯერჯერობით, ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ რაც მთავარია, სტაბილურად ვთამაშობ“, - განაცხადა ციციპასმა, ვისაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 34 თამაში აქვს მოგებული.

რეიტინგში 103-ე ადგილზე მყოფმა მარტინესმა ციციპასს ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. მეტოქის მოწოდებაზე შანსები მასაც ჰქონდა, მაგრამ 15 ბრეიკ პოინტიდან მხოლოდ ოთხის გამოყენება შეძლო.

ციციპასმა კი მარტინესის მოწოდებაზე რვა გეიმი მოიგო. მესამე წრეში მისი მეტოქე ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება, რომელმაც 7-6(6), 6-1, 7-6(5) დაამარცხა სერბი ფილიპ კრაინოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113971