თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ქართველი ფეხბურთელების გადაბირებას ცდილობს. კვიპროსული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში თემურ საქართველოში ჩამოვა და ამის მიზეზი მხოლოდ დასვენება არ იქნება.
როგორც goal.philenews.com-ი იტყობინება, 53 წლის მწვრთნელი „ანორთოსისის“ ტრანსფერების დაგეგმვაზე მუშაობს. ქეცბაიას მიზანია, რომ გურამ კაშია და ვაკო გვილია გადაიბიროს. საქართველოში ის ორივეს შეხვდება და ეცდება, რომ მათგან დადებითი პასუხი მიიღოს.
გურამ კაშია, რომელსაც „დინამო თბილისში“, „ვიტესსა“ და „სან ხოსეში“ უთამაშია, ამჟამად თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავს, ხოლო ვაკო გვილია თავისუფალი აგენტია. გვილია ბოლო ორი სეზონი ვარშავის „ლეგიაში“ იყო, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა. 27 წლის ფეხბურთელს ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, „მინსკში“, „ბატეში“, „ლუცერნსა“ და „გურნიკში“ უთამაშია.
აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისი“ გიორგი ქვილითაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა დატოვეს, ხოლო გიორგი ლორიას და მურთაზ დაუშვილს კლუბთან კონტრაქტი კიდევ აკავშირებთ და მომდევნო სეზონსაც ფამაგუსტელთა რიგებში გაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა რა, შეეშვას კაშიას. ვერ შედგა ქეცბაია მენეჯერად. ძირსნაყარი ფეხბურთელების აკრეფით ცდილობს გუნდის შეკვრას და ეს პრაქტიკაში გადაზარდა რაც ძალიან ცუდად მეტყველებს მის მწვრთნელობის და მენეჯერობის ხარისხზე.
რათქმაუნდა კარგია როცა ნაკრების ფეხბურთელებს ეხმარება მაგრამ ვინც იქ წავიდა ყველა თითქმის უგუნდოდ იყო და როგორც კი ერთ სეზინიან(მაქსიმუმ) პრაქტიკას იღებს ყველა გარბის... არსად უკეთესში მაგრამ მაინც...
ქართული ფეხბურთის მესვეურებმა ტრ..კზე უნდა აკოცონ ქეცბაიას. ფორმიდან ამოვარდნილი, უგუნდო და თავგზააბნეული ყველა სანაკრებო ფეხბურთელი თავისთან წაიყვანა და ისევ მაგრად აათამაშა, რაც ნაკრებს წაადგება ისევ და ისევ. ყოჩაღ ქეცბა, ფეხბურთელობის დროსაც მაგრად მომწონდა მისი ჟილკის და ბოლომდე თამაშის გამო. ვაჟკაცია და პირში რომ მიახალა ყველას სიმართლე, იმიტომ ამოიძულეს საქართველოში.
ძლივს ეროვნული ლიგა ემსგავსება რაღაცას და ახლა მოუნდა ქეცბაიას უფასოდ წაყვანა ნორმალური ფეხბურთელების. არასდროს განვითარდება ჩვენი ჩემპიონატი ასეთი მიდგომებით. მიუხედავად იმისა რომ დინამო ბათუმის გულშემატკივარი ვარ არასდროს გამიხარდება კონკურენტების დასუსტება და დაჩაჩანაკება
ჯიგარი და მაგარი კაცი ! უკვე რამდენ ქართველ ფეხბურთელს დაეხმრა და აპირებს დახმარებას