იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა. ესპანურმა გრანდმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„მწვრთნელი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. კეთილი იყოს შენი დაბრუნდება“, - დაწერეს „სამეფო კლუბის ტვიტერის გვერდზე.
„მინდა მადლობა გადავუხადო „ევერტონს“, ჩემს ფეხბურთელებს და ქომაგებს, რომ ამ ისტორიულ და ფანტასტიკურ კლუბში მოშაობის საშუალება მომცეს. წასვლა გადავწყვიტე, რადგან ახალი გამოწვევა მაქვს კლუბისგან, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იყო, მადრიდის „რეალისგან“, - დაწერა ანჩელოტიმ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ 61 წლის სპეციალისტი „რეალს“ 2013-2015 წლებშიც წვრთნიდა და კლუბს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა, შემდეგ ის ზინედინ ზიდანმა შეცვალა. კარლომ "რეალში" ჩემპიონთა ლიგის გარდა, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ანჩელოტი ბოლოს „ევერტონს“ ავარჯიშებდა, სადაც პრემიერლიგა 59 ქულით მე-10 პოზიციაზე დაასრულა. სხვადასხვა დროს კი ის „რეჯინაში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“, „პარი სენ ჟერმენში“, „ბაიერნსა“ და „ნაპოლიში“ მუშაობდა.