ფეხბურთი

18:41 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ გარსია "ბარსელონას" ფეხბურთელია

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მცველი ერიკ გარსია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი კალტალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდა და მასში გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა 400 მილიონი ევრო. გარსია „ბარსელონას“ აღზრდილია და ის 2018 წლიდან „ქალაქელთა“ ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა მცველმა ინგლისური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

„ბლაუგრანასთვის“ ეს უკვე მეორე ახალწვეულია სერხიო აგუეროს შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში გარსიამ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.113609