ფეხბურთი

18:08 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იასპერ სილესენი საქართველოსთან და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი კორონავირუსია. „ვალენსიას“ კარის დარაჯის ტესტი დადებითი გამოდგა.

სილესენი თავის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩშიც ვერ დაეხმარება, რომელიც 6 ივნისს გაიმართება. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებში „ალკმაარის“ მეკარე მარკო ბიზოტი მიიწვიეს და სილესენს ის ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინის, ჩრდ. მაკედონიისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117707