„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს - გვამცნობს ინგლისის ნაკრების ოფიციალური ტვიტერის გვერდი.
19 წლის ფეხბურთელმა უკვე დატოვა საწვრთნელი ბანაკი გამიზეზებული ძველი ტრავმის გამო. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ჯობს ცოტა დაისვენოს და მომავალ სეზონამდე ზაფხულში სრულფასოვნად გამოჯანმრთელდეს.
საბოლოო საევროპო განაცხადს, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი დღეს, 1 ივნისს გამოაცხდებს.