იტალიური „მილანი“ ლონდონის „ჩელსიდან“ ფიკაიო ტომორის გამოისყიდის. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია.
ლონდონელები ინგლისის მცველის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს მიიღებენ და 23 წლის ფეხბურთელი „როსონერის“ სრულუფლებიანი წევრი გახდება.
შეგახსენებთ, ფიკაიო ტომორი „მილანმა“ იანვარში იჯარით დაიმატა და ინგლისელი იტალიურ გრანდს დიდებულად მოერგო. სერია A-ში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო.