ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა რეიტინგის 39-ე ნომერ დუშან ლაიოვიჩს 4 სეტში 6:4, 6:3, 0:6, 6:2 აჯობა.
ნიკოლოზი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, გამონაკლისი მესამე სეტი იყო, რომელიც ჩვენებურმა გეიმის მოუგებლად დათმო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, შეხვედრის სტარტზე სერბი მეროქე 1:4 დაწინაურდა, თუმცა ნიკამ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სეტი სათავისოდ დაასრულა.
ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა, მისმა მეტოქემ კი 6. რაც შეეხება ორმაგ შეცდომას - ორივე მათგანმა 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. აქვე გეტყვით, რომ ნიკა და ლაიოვიჩი ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ, ურთიერთშეხვედრებში ჩვენებურს დიდი უპირატესობა აქვს: 4 გამარჯვება და 1 მარცხი.
ამრიგად, ქართველმა ჩოგბურთელმა როლან გაროსის ძირითადი ბადე მოგებით გახსნა, 1/32 ფინალში მისი მეტოქე რეიტინგის 97-ე ნომერი, ესპანელი კარლო ალკარაზი იქნება, რომელსაც 2 ივნისს დაუპირისპირდება.