ფეხბურთი

11:07 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მენდის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ლონდონის „ჩელსის“ მეკარემ ედუარ მენდიმ რეკორდი დაამყარა. ის პირველი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში კარის მშრალად შენახვა ცხრაჯერ მოახერხა.

სენეგალელმა ტრიუმფალურ სეზონში 12 თამაში ჩაატარა, მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, ხოლო 9 თამაშში კარი ხელუხლებლად დაიცვა.

მენდი ასევე პირველი აფრიკელი კიპერი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, გოლიც არ გაუშვა და ტურნირიც მოიგო. შეგახსენებთ, „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ კაი ჰავერტცის გოლით დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

0.120717