ფეხბურთი

17:51 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ბარსელონა"? "იუვენტუსში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში"

ტურინის "იუვენტუსის" მცველი მატიას დე ლიხტი ბოლო პერიოდში "ბარსელონას" დაუკავშირეს, მაგრამ ნიდერლანდელი ფეხბურთელი იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

„იუვეში“ ძალიან ბედნიერი ვარ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შედეგები ცუდია, მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. გუნდიდან გამიშვებენ? ბევრი კლუბია, რომელთაც ფინანსური კრიზისი აქვთ, მაგრამ ეს კლუბს უნდა ჰკითხოთ. „ბარსელონა“? არ ვიცი. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის", - უთხრა დე ლიხტმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი "იუვენტუსმა" 2019 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" 75 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ მან შავ-თეთრი მაისურით 75 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა, თითოჯერ მოიგო სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11851