სხვა

1:29 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

როსი თავის მომავალზე გადაწყვეტილებას ოთხი რბოლის შემდეგ მიიღებს

ვალენტინო როსიმ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე რბოლაში, თავის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყვეტს თავის მომავალს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სეზონის ბოლოს ის მოლაპარაკებას თავის გუნდ „პეტრონას იამაჰასთან“ გამართავს.

როსი, ვინც მოტოგრანპრის შვიდგზის ჩემპიონია (კიდევ ორი ტიტული 125 და 250 კლასებში აქვს მოპოვებული), „იამაჰას“ საქარხნო გუნდიდან „პეტრონას იამაჰაში“ ამ სეზონში გადავიდა.მას ჯერ ტოპ ათეულში ერთი რბოლაც არ დაუსრულებია და ხუთი რბოლის შემდეგ, ჩემპიონატში მე-19 ადგილი უკავია.

42 წლის მრბოლი ადრე ხშირად უარყოფთა, რომ კარიერის დასრულებას აპირებს. მაგრამ ახლა ამბობს, რომ შემდეგ ოთხ რბოლაში, რომლებიც იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში გაიმართება, „მნიშვნელოვანი პერიოდი“ ექნება.

„ამ პერიოდში ყველა 2022 წლის სეზონზე ფიქრს დაიწყებს. ამ ოთხი რბოლის შემდეგ, ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მექნება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება. მე პეტრონასის გუნდს და იამაჰასაც ვესაუბრე, რათა გამეგო, რა გეგმები აქვთ შემდეგი სეზონისთვის. ვნახოთ. მანამდე კი ეს ოთხი რბოლა მეტად მნიშვნელოვანია, რატა კარგ შედეგებს მივაღწიოთ“, - ამბობს როსი, ვისაც „იამაჰას“ სატელიტ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდება.

ილ დოტორეს თავის კარიერაში, მარტო მოტოგრანპრიში, 89 რბოლა (პლიუს, დაბალ კატეგორიებში 26) აქვს მოგებული. მის პირველ და (ჯერჯერობით) ბოლო გამარჯვებას შორის კი 20 წელი გასული. იტალიელი მოტორბოლების ისტორიაში ერთადერთია, ვისაც 400-ზე მეტ რბოლაში (ყველა კატეგორიაში) აქვს მონაწილეობა მიღებული.

0.100461