მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი აჩრაფ ჰაკიმი შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი Gazzetta Dello Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება.
„ინტერს“ ფინანსური კრიზისი აქვს, რის გამოც შესაძლოა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაყიდოს და ჰაკიმიც ერთ-ერთი მათგანია. ფრანგები მზად არიან იტალიელებს ჰაკიმის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადონ და არგენტინელი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი დაუთმონ.
ჰაკიმის მიმართ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნიც“ იჩენს, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
აჩრაფ ჰაკიმი „ინტერს“ ერთი წლის წინ შეუერთდა და შავ-ლურჯი მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.