ფეხბურთი

20:31 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "რუსეთის მიღმაც მაქვს წინადადებები"

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ რუსულ გამოცემა РБ Спорт-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის მომავალზე ისაუბრა. 29 წლის ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის, რუსეთის ფარგლებს მიღმა, მაგრამ კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.

„ამ დროისთვის კონკრეტული წინადადებები არ არსებობს, უბრალოდ სხვადასხვა ვარიანტებია. ახლა საქართველოს ნაკრებში ვარ და ამიტომ, კლუბზე არ ვფიქრობ. რაღაც მალე გაირკვევა, მაგრამ ახლა არა. დაახლოებით 10 დღეში სიახლეები უნდა იყოს. რუსეთში დარჩენა? თუ კარგი შემოთავაზება იქნება, რატომაც არა? არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც.

„როტორი“ გავარდა, ასე რომც არ ყოფილიყო, არ ვიცი, დავრჩებოდი თუ არა. მენეჯმენტთან ამ თემაზეც არც მისაუბრია. „ლოკომოტივი“? არ ვიცი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. „ლოკომოტივი“ ჩემი გუნდია, რომელშიც 108 თამაში ჩავატარე, ეს ჩემი მეორე სახლია. დაბრუნება საინტერესო იქნება, რატომაც არა? ეს არის ფეხბურთი, ვიღაც ბრუნდება და ვიღაც სხვა გუნდს პოულობს“, - თქვა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგაში გასულ სეზონში 19 თამაში ჩაატარა. მას კარიერის საუკეთესო პერიოდი 2017-2020 წლებში მოსკოვის „ლოკომოტივში“ აქვს გატარებული, მანამდე კი ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავდა.

0.13328