საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე შესაძლოა თურქულ „ჰატაისპორში“ გადავიდეს. თურქული მედიის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო სიაში უკვე მოხვდა.
ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. „ჰატაისპორმა“ გასული სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა და თურქეთის სუპერლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდა.
ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ კი ქვედა ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად, საბას იქ დარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ქართველმა ფეხბურთელმა 2020-2021 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუმდე“ დანიურ „რანდერსში“, „დინამო თბილისსა“ და „ჩიხურაში“ უთამაშია.