„რუბინის“ ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დატოვებს კლუბს - წერს championat.com.
ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელს, „რუბინის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუხდა, ამიტომ კვარაცხელიას გუნდიდან წაყვანა ზაფხულშივე გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ მასზე დიდი მოთხოვნილებაა - წერს პორტალი.
კონფლიქტი „რუბინი“ – „როტორის,“ 30-ე ტურის მატჩის შემდეგ (1:1) მომხდარა, რის შემდეგაც ვოლგოგრადულმა კლუბმა რუსულ პრემიერლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.
მოგეხსენებათ, „როტორში“ სამი ქართველი: სოლომონ კვირკველია, გიორგი არაბიძე და ზურიკო დავითაშვილი ირიცხება. იმ მატჩში დავითაშვილი 85-ე წუთზე შეცვალა კვირკველიამ.