ფეხბურთი

11:59 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "მანჩესტერს" ყველას დამარცხება შეუძლია, მაგრამ კოზირები ჩვენც გვაქვს"

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანური სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ მის გუნდსაც აქვს კოზირები, რის საფუძველზეც გამარჯვება შეუძლია.

„მე მქონდა ფინალები, რომელშიც ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ასევე იყო პირიქით. თუმცა, ეს ყველაფერი მატჩისწინა განლაგებებია. ჩვენ სიამაყით და მებრძოლი სულით უნდა ვითამაშოთ, უკვე დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუძლია ყველას აჯობოს, მაგრამ ჩვენი კოზირებიც გვაქვს. საფუძვლიანად შევისწავლეთ მეტოქე, მთავარია ვისარგებლოთ იმ შანსებით, რომელიც მოგვეცემა.

უნდა ვიბრძოლოთ იმ ზონებში, რომელშიც მეტოქე ძლიერია და ამით გავანეიტრალოთ მათი უპირატესობა. თუ „მანჩესტერი“ ფავორიტია, ეს იმიტომ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და დიდი ისტორია აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს გდანსკში გამარჯვებისთვის“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერის ევროპა ლიგა 2014-2016 წლებში სამჯერ აქვს მოგებული, „სევილიაში“ მუშაობის დროს, ორი წლის წინ კი ლონდონის „არსენალთან“ ერთად ფინალი წააგო. აღსანიშნავია, რომ ევროთასის ფინალში ინგლისურ გუნდს ესპანური გუნდი 2001 წლის შემდეგ არ დაუმარცხებელია. ევროპა ლიგის ფინალი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118326