„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, მისი ყოფილი თანაგუნდელი და ინგლისური კლუბის ლეგენდა გარი ნევილი პორტუგალიელის დაბრუნების წინააღმდეგია.
„მინდა მისი დაბრუნება, მაგრამ იქნებ უმჯობესია მოგონებები იქ დარჩეს, სადაც არის. ვის მოვიყვანდი? ვარანს, ჰარი კეინსა და ჯეიდონ სანჩოს“, - თქვა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. მან გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბევრის აზრით ტურინულ კლუბთან გამოსამშვიდობებელ წერილს ჰგავდა.
რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა, ხოლო „იუვენტუსს“ 2018 წელს შეუერთდა და სამ სეზონში 101 გოლის გატანა მოახერხა.