ფეხბურთი

0:20 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესი ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს: "პარასკევს გეტყვით სად ვითამაშებ"

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი კარიერის განახლებას აპირებს. მან ამის შესახებ სოციალური ქსელიდან დააანონსა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია კლუბი, სადაც 2 წლის წინ დასრულებულ კარიერას განაახლებს.

„მე ცხოვრების მხოლოდ ერთი გზა მაქვს: თამაში. ამ მიზეზით გადავწყვიტე დაბრუნება. პარასკევს გეტყვით, სად“, - დაწერა სოციალურ ქსელში ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესმა კარიერა 2019 წელს „საგან ტოსუში“ დაასრულა და მას მერე, არ უთამაშია. კარიერის განმავლობაში „ელ ნინიო“ „ატლეტიკოს“, „ლივერპულის“, „ჩელსისა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა. ესპანეთის ნაკრებში კი 2003-2014 წლებში 110 თამაშში 38 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118083