ფეხბურთი

23:16 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით აგრძელებს. საწმრვთნელ პროცესში ორი დღეა 22 ფეხბურთელი მონაწილეობს. ამჯერად, ინდივიდუალურად ივარჯიშეს გურამ კაშიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა ლობჟანიძემ.

26 მაისს გუნდს ოთარ კაკაბაძე შეუერთდება, ხოლო გიორგი აბურჯანია და გურამ გიორბელიძე ოდნავ მოგვიანებით. ნაკრებს შეუერთდა "სამგურალის" თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე, რომელსაც არ უვარჯიშა და რომელიც ნაკრების დებიუტანტატია.

საქართველოს ნაკრები 1 ივნისამდე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე მოემზადება და შემდეგ რუმინეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 6 ივნისს, ასევე გასვლაზე ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119143