ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, გერმანიის ნაკრებს ჰანსი ფლიკი ჩაიბარებს. ის ქვეყნის საფეხბურთო კავშირთან 2024 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას - გვამცნობს Kicker.
2019 წლიდან 2020-21 სეზონის ბოლომდე ფლიკი მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ბავარიელებმა ორჯერ გერმანიის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი, სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.
გერმანიის ნაკრების ბოლო მიღწევა 2017 წლის კონფედერაციის თასზე გამარჯვება გახლავთ. ბოლო, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისინი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.