ფეხბურთი

11:52 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი,“ შესაძლოა, რომანიოლის შეელიოს

„მილანის“ მცველმა, ალესიო რომანიოლიმ, ამ ზაფხულს, შესაძლოა, კლუბი დატოვოს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, „როსონერის“ ინგლისელი მცველის, ფიკაიო ტომორის გამოსყიდვა სურს „ჩელსისგან.“ ის „მილანში“ იჯარის წესით თამაშობს. თანაც, რომანიოლი არ ყოფილა პრიორიტეტული ფეხბურთელი მწვრთნელ სტეფანო პიოლისთვის.

ახლახან დამთავრებულ იტალიის ჩემპიონატში 26 წლის რომანიოლიმ 22 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა, ერთიც საგოლე პასი მიითვალა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო. კლუბთან კონტრაქტის ვადა მას 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.

0.113373