ფეხბურთი

2:26 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" დონარუმაზე უარი თქვა: მისი შემცვლელი უკვე მილანშია და კონტრაქტს გააფორმებს

იტალიური "მილანი" ჯანლუიჯი დონარუმას პასუხს აღარ დაელოდება და მისი შემცვლელი პრაქტიკულად უკვე გაიფორმა. ფრანგული "ლილის" კარის დარაჯი მაიკ მენიო "როსონერისთან" ძალიან ახლოსაა.

25 წლის კიპერი მილანის აეროპორტ ლინატეში უკვე დააფიქსირეს და მილანში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა. ფრანგი ლომბარდიულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. შეთანხმდნენ კლუბებიც - "ლილი" ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს გამოიმუშავებს.

მენიოს ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ დონარუმა კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება არ განაახლებს, რადგან "როსონერისთვის" ორი ასეთი კიპერის შენახვა დიდ ეკონომიკურ ძალისხმევას მოითხოვს. დონარუმას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა, ყველაზე მეტად "იუვენტუსს" უკავშირებენ.

მაიკ მენიო "პარი სენ ჟერმენის" აკადემიის აღზრდილია, მაგრამ მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და 2015 წლიდან "ლილის" ღირსებას, რომლის მაისურით 178 თამაში ჩაატარა. ფრანგულ კლუბთან ერთად ის მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

0.11623