ფეხბურთი

0:04 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო და ვილი სანიოლმა გუნდი ამ შეკრებაზე პირველად ავარჯიშა, მაგრამ არასრული შემადგენლობით.

საკლუბო მატჩების გამო ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან ოთარ კაკაბაძე, გურამ გიორბელიძე და გიორგი აბურჯანია. შვიდმა ფეხბურთელმა კი შეკრების პირველ დღეს მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა - ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, ოთარ კიტეიშვილმა, საბა ლობჟანიძემ, ირაკლი აზაროვმა, ჯაბა ჯიღაურმა და გრიგოლ ჩაბრაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების სპეციალისტი ფაბიენ ბოსუე იმუშავებს. ფრანგს წარსულში "მარსელში", "ნოტინგემ ფორესტსა" და "ლე მანში" უმუშავია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 6 ივნისს, ასევე გასვლაზე ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113508