ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სერხიო რამოსი არ არის! ესპანელ მცველს ევროფორუმი ტრავმის გამო გაუცდება.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს "რეალის" ფეხბურთელი არ გამოუძახებია და დიდ საფეხბურთო ტურნირზე ესპანეთის ნაკრები პირველად იქნება წარმოდგენილი "სამეფო კლუბის" ფეხბურთელების გარეშე. სერხიო რამოსის გარეშე კი "ფურია როხა" ბოლოს ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.
ლუის ენრიკეს 24-კაციან განაცხადში მოხვდა ემერიკ ლაპორტი და "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი პედრი.
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), რობერტო სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი)
მცველები: ხოსე გაია (ვალენსია), ჟორდი ალბა (ბარსელონა), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი) სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო)
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია)
თავდამსხმელები: დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ადამა ტრაორე (ვულვზი, ინგლისი), პაბლო სარაბია (პსჟ, საფრანგეთი)
ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფში შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შეხვდება.