"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ლეგენდარული იტალიელის აზრით, საჭიროა სილვიო ბერლუსკონის დროინდელი "მილანის" დავიწყება, რადგან მაშინ სხვა დრო იყო.
"დამსახურებული შედეგია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ბერლუსკონის "მილანის" დავიწყება, რადგან ის სხვა დრო იყო. მოგვთხოვეს ხელფასების შემცირება და გუნდის გაახალგაზრდავება, ამიტომ საჭირო იყო მოქმედება. მწვრთნელმა და ბიჭებმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს, ჩვენ არასდროს ვეძებდით ალიბსა და საბაბს, რაც ფანტასტიკურ მენტალიტეტზე მიუთითებს, ეს იყო განსაკუთრებული რამ - ჩვენი წარმატების საიდუმლო.
ბოლო 15 თვის განმავლობაში ყველამ ნახა პიოლის გაწეული სამუშაო და ეს არასდროს ყოფილა დისკუსიის საკითხი. დონარუმა? ბევრი არა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის. ახლა ამ თემაზე ლაპარაკი სამართლიანი არ არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო. ახლა საჭიროა, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად გადიოდეს და ასევე, ეკონომიკურად სხვა კლუბებს კონკურენცია გაუწიოს", - თქვა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2013-2014 წლების სეზონში თამაშობდა.