ფეხბურთი

1:52 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლილი" საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ისტორიაში მეოთხედ!

საფრანგეთის ჩემპიონი "ლილი" გახდა! 38-ე ტურში კრისტოფ გალტიეს გუნდი "ანჟერს" ესტუმრა და გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მოახერხა.

გიორგი ჩაკვეტაძის ყოფილი თანაგუნდელის, ჯონათან დავიდის გოლით "ლილი" მალევე დაწინაურდა და მერე ბურაქ ილმაზმა გაიტანა, რითაც მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა და მეორე ნახევარმა აზრი პრაქტიკულად დაკარგა.

პარალელურად "პარი სენ ჟერმენმა" "ბრესტი" 2:0 დაამარცხა, მაგრამ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ეს არაფერში წაადგა, რადგან "ლილს", რომელმაც 83 ქულა დააგროვა, ქულით ჩამორჩა. ამგვარად, 2017 წლის მერე, როდესაც ჩემპიონი "მონაკო" გახდა, საფრანგეთს ახალი მეფე ჰყავს.

"ლილი" ისტორიაში მეოთხედ გაჩემპიონდა, 2011 წლის მერე კი პირველად. სხვათა შორის, პსჟ-ს და "ლიონის" შემდეგ "ლილი" მესამე გუნდია, რომელიც 21-ე საუკუნეში მინიმუმ ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119711