ფრანგული „ლიონის“ ნიდერლანდელი შემტევი, მემფის დეპაი, „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოსაა - წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
კატალონიელებმა მას წელიწადში ჯამაგირად 5 მილიონი ევრო შესთავაზეს, პლუს ბონუსები. კონტრაქტი სამწლიანი იქნება. მხარეები ბოლო წვრილმანებს აზუსტებენ.
ცოტა ხნის წინათ ნიდერლანდელმა ღიად განაცხადა „ლიონიდან“ წასვლის სურვილის შესახებ და თქვა: 23 მისს, „ნიცასთან,“ ფრანგულ კლუბში ბოლო მატჩს ჩავატარებო.
დეპაი „ლიონში“ 2017 წლიდან თამაშობს.