კალათბურთი

18:08 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა

"ლენოვო ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას 37-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგიმ "სარაგოსასთან" დიდებულად ითამაშა.

ქართველმა ცენტრმა 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ტურში ამაზე მაღალი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის შერმადინი მიმდინარე სეზონში მეოთხედ გახდა ტურის MVP, რაც საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, რომ "ლენოვო ტენერიფეს" ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.

0.115738