"იუვენტუსის" ფეხბურთელი დუგლას კოშტა სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "გრემიოში" გააგრძელებს. ორივემ მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 30 წლის შემტევი ბრაზილიურ კლუბში იჯარით ითამაშებს.
დუგლას კოშტამ 2020-2021 წლების სეზონიც იჯარით გაატარა, მიუნხენის "ბაიერნში" და 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა. კოშტა ტურინელთა გეგმებში არ შედის და ის კიდევ ერთხელ გაანათხოვრეს.
სამხრეთამერიკელი "ბებერმა ქალბატონმა" 2017 წელს დაიმატა და 2020 წლამდე 103 თამაშში 10 გოლი გაიტანა. კოშტა "ბაიერნში" მიმდინარე სეზონის გარდა, 2015-2017 წლებშიც თამაშობდა. მანამდე კი სახელი დონეცკის "შახტარში" გაითქვა.
დუგლასის მშობლიური კლუბი სწორედ "გრემიოა", რომელის 2008-2009 წლებში 37 თამაშში 2 გოლი გაიტანა. მას ბრაზილიის ნაკრებში 31 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.