მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ცხადია, მე ვესაუბრე გერმანიის საფეხბურთო კავშირს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს ეროვნული ნაკრები. ჯერ კიდევ უნდა გავერკვეთ, აქ არის პატარა დეტალები. თუ ყველაფერს დავალაგებთ, მაშინ შეიძლება ყველაფერი სწრაფად გამოცხადდეს, მაგრამ ახლა "აუგსბურგთან" მატჩზე ვარ კონცენტრირებული", - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკი "ბაიერნს" დღეს "აუგსბურგთან" ბოლოჯერ უხელმძღვანელებს, ხოლო გერმანიის ნაკრებს ევრო 2020-ის შემდეგ იოაჰიმ ლიოვი დატოვებს და ფლიკიც მის შემცვლელად განიხილება.