ფეხბურთი

2:33 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული მედია: ფიფამ სუპერლიგის პროექტის შესახებ ყველაფერი იცოდა

ფიფამ ევროპის სუპერლიგის პროექტის შესახებ იცოდა და მას მხარს უჭერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა New York Times ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, სუპერლიგის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფატინომ იცოდა და ამ საკითხზე კლუბებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, რომელსაც ფიფას გენერალური მდივანი მატიას გრაფსტრომი ხელმძღვანელობდა.

სუპერლიგის პროექტის გახმაურების შემდეგ ინფანტინომ საპირისპირო პოზიცია დაიკავა და კლუბები ამ ფაქტმა გააკვირვა. ფიფას პრეზიდენტი ამერიკულ პრესაში გავრცელებულ ცნობას რა თქმა უნდა არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგა აპრილში შეიქმნა, მაგრამ მალევე დაიშალა და მასში დღემდე სამი კლუბი რჩება - "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი".

0.122759