ფეხბურთი

23:06 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიამ "ქონიასპორი" დატოვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ "ქონიასპორი" დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

25 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ გაუხანგრძლივებია და შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ის კარიერას.

ლევანი "ქონიასპორში" 2019 წლიდან თამაშობდა და 59 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა. შენგელიას კარიერის განმავლობაში "დილას", "კოლხეთის", "ტორპედოს", ბელგიური "ტუბიცეს", სამხრეთ კორეული "დაეჯონისა" და "დინამო თბილისის" რიგებში უთამაშია.

0.117074