ინლისის პრემეირლიგის დიდები დარბაზში დენის ბერგკამპი და ფრენკ ლამპარდი შეიყვანეს. ინფორმაციას პრემიერლიგის ვებგვერდი ავრცელებს.
ბერგამპამდე და ლამპარდამდე დიდების დარბაზში ალან შირერი, როი კინი, ერიკ კანტონა და ტიერი ანრი მოხვდნენ. აღნიშნულ დიდების დარბაზს კიდევ ორი ფეხბურთელი დაემატება.
ნიდერლანდელმა შემტევმა ლონდონის „არსენალში“ 423 მატჩში 120 გოლის გატანა შეძლო და სამჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, ხოლო ლამპარდს კი პრემიერლიგაში 609 თამაში აქვს ჩატარებული, 177 გოლი გაიტანა, 102 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.