ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" კარის დარაჯი ედერსონი პრემიერლიგის საუკეთესო მეკარე გახდა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ოქროს ხელთათმანი ზედიზედ მეორედ მოიგო და გახდა მესამე მაკარე ჯო ჰარტისა და პეპე რეინას შემდეგ, რომელმაც ეს შეძლო. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ედერსონმა 2020/21 წლების სეზონში პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 28 გოლი და 18 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ბრაზილიელმა "ჩელსის" კარის დარაჯს ედუარდ მენდის ორი მშრალი მატჩით აჯობა. ედერსონმა მიმდინარე სეზონში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა, გაუშვა ოთხი გოლი და შვიდ მატჩში მეტოქეს არ გაატანინა.