საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კარიმ ბენზემას გამოძახების შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ამ საკითხზე დიდხანს ფიქრობდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღო.
„არც მე და არც არავის შეუძლია უკან დაბრუნება და ყველაფრის შეცვლა. მთავარია აწმყო და ხვალინდელი დღე. ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვხვდებოდით და ვსაუბრობდით. ვიფიქრე ყველაფერზე და გადაწყვეტილება მივიღე. არ გეტყვით, რაზეც ვისაუბრეთ, ეს ჩვენს შორის დარჩება. მე არ მეკუთვნის საფრანგეთის ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი შედეგებსა და არჩევანის გაკეთებაზე“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლიდან არ იძახებდნენ მატიე ვალბუენას შანტაჟზე დაკავშირებული სკანდალის გამო. ბენზემას „მამლების“ რიგებში ჩატარებულ 81 თამაშში 27 გოლი აქვს გატანილი.