იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროშია. „სასუოლოს“ ხელმძღვანელობა მზადაა 23 წლის ფეხბურთელს 35-40 მილიონი ევროს ფარგლებში შეელიოს.
აღსანიშნავია, რომ ლოკატელით „მანჩესტერ სიტი“, პსჟ და დონეცკის „შახტარი“ არიან დაინტერესებულნი, მაგრამ „სასუოლოსთვის“ მისი იტალიაში გაყიდვაა პრიორიტეტული.
მოსალოდნელია, რომ „იუვეს“ ბოსები „სასუოლოს“ წარმომადგენლებს ოთხშაბათს რეჯიო ემილიაში შეხვდებიან. იტალიელი ნახევარმცველი ტურინულ გრანდთან ახლოს გასულ ზაფხულსაც იყო, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.
მიმდინარე სეზონში მანუელ ლოკატელიმ სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.